logo
ENG



"ისრაელის მოქალაქენო, ჩვენ ომში ვართ" - ნეთანიაჰუ

07 ოქტ 202313:05
3 წუთის საკითხავი
 

პალესტინური დაჯგუფების, ჰამასის თავდასხმას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს".

"ისრაელის მოქალაქენო, ჩვენ ომში ვართ - არა რაიმე ოპერაციაში - არამედ ომში", - თქვა მან.

დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ბოლო მონაცემებით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელში სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა, ხოლო 6 დაიღუპა.

ზოგიერთ დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სულ მცირე 80 ადამიანი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით სოროკას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.


close დახურვა